საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსული 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ COVID-19-ის ინდური შტამით. ცენტრის ინფორმაციითვე, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია. ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.