კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა | 26.05.2021

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 40 000-მდე ტესტიდან დადებითი 1015 აღმოჩნდა. შესაბამისად კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებლი 2.56%-ს შეადგენს. გასულ დღე-ღამეში იფნექცია 1151-მა პაციენტმა დაამარცხა. ამ ეტაპზე ქვეყანაში COVID-19-ს  13 694 ადამიანი ებრძვის, რომელთაგან 900-მდე პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. 218 პირი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რაც შეეხება აცრილთა სტატისტიკას,  ჯამურად ჩატარებულია 121 263 აცრა, სრულად ვაქცინირებული კი 17 518 ადამიანია.