რიონის ხეობის მცველებმა თბილისი დატოვეს. ბრძოლა დღეს ნამახვანში გაგრძელდება. დედაქალაქში რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ, ავტოკოლონები ხეობისკენ, რესპუბლიკის მოედნიდან დაიძვრნენ.
თბილისის დატოვებამდე აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მიმართეს. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას, ის ვერ იქნება იმ საზოგადოების ხელისუფალი.
რიონის ხეობის მცველებს პოლიცია სოფელ გუმათში განსაკუთრებული მობილიზებით ხვდება. სამართალდამცველებმა რკინის ჯებირები ისევ აღმართეს. პერიმეტრზე განლაგებულია ბარიკადებიც. ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, კომპანია ენკას ტრანსპორტს ხეობაში გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე სამშენებლო ნებართვა და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მასშტაბური პროტესტი გაგრძელდება.