ძლიერი წვიმის შემდეგ სამგორში ავტომობილები დაიტბორა. ე.წ “დამპალოს” ხიდის ქვეშ, ავტომანქანების სავალ გზაზე წვიმის შედეგად წყალი დაგუბდა და რამდენიმე ავტომობილი დაიძირა. ამის ამსახველი ვიდეო “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ წყალი დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლეზე იყო დაგუბებული, ავტომანქანები კი ამ ადგილას გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. თბილისის მერიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.