USAID საქართველოს 67 000 000 დოლარამდე ოდენობის გრანტს გამოუყოფს. საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება უკვე გაფორმდა, რომელსაც 330 000 000 დოლარამდე გაზრდის პერსპექტივა აქვს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ესწრებოდნენ. შეთანხმებას კი ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და USAID-ის მისიის დირექტორმა მოაწერეს. ირაკლი ღარიბაშვილის ტქმით შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას.