შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის გატარებამდე , იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაესს სასამართლოში წევრების დანიშნვნის შეჩერებას ითხოვს პარტია “ლელო”. ანა ნაცვლიშვილი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა, მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარებას სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 წევრის დანიშნვნა იგეგმებოდა. ნაცვლიშვილი ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნება” მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე, სასამრთლო სისტემაში პოზიციების გამყარებას ცდილობს. ოპოზიცია ამბობს, რომ მოსამართლეთა ე.წ „კლანს“ რეფორმის გატარების შემდეგ სერიოზულ დისკომფორტი შეექმნება.