საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 000-ზე მეტი ტესტიდან დადებითი 1104 აღმოჩნდა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებლი 3.8%-ს შეადგენს. გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ინფიცირებულებს გადაჭარბა. ინფექცია 1 603-მა პირმა დააამრცხა. ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება, მეორე ადგილზე იმერეთი, მესამეზე კი სამეგრელო-ზემო-სვანეთა. ამ დროისთვის კორონავირუსს ქვეყანაში სულ 14 885 პაციენტი ებრძვის, რომელთაგან 917 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჩაიტარეს. 40-მდე სასულიერო პირი “სინოფარმით” რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა. მათთან ერთად ვაქცინა რელიგიის სააგენტოს დირექტორმაც გაიკეთა. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ აცრისკენ. დღეს “სინოფარმის” მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დაიწყო. საუბარია იმ პირებზე, რომლებსაც მეორე დოზა გაკეთება 22-დან 28 დღის ვადაში სურთ. “სინოვაკზე” რეგისტრაცია კი ხვალ 12 საათზე დაიწყება. აცრის პროცესი 24 მაისიდან იქნება შესაძლებელი. ქვეყანაში აცრილთა რაოდენობამ 101 000-ს გადააჭარბა, სრულად ვაქცინირებული 16 000-მდე ადამიანია.
ვაქცინაციიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გამაძლიერებელი ვაქცინა დაგვჭირდება. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობის გასაზრდელად, საჭირო იქნება გამაძლიერებელი აცრაც, რომელიც ვაქცინაციიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა გაკეთდეს. მანამდე “ფაიზერის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ საჭირო გახდება ვაქცინაციიდან 8–12 თვეში COVID-19 ვაქცინის მესამე გამაძლიერებელი დოზა.