20 გარდაცვლილი, 1160 ინფიცირებული და 1 302 განკურნებული – ასეთია კორონავირუსის ბოლო 24 საათის მონაცმები. გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით 28 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.11%-ს შეადგენს. 600-მდე ახალი დღიური შემთხვევით თბილისია, 113 ახალი ინფიცირებულით იმერეთი, ხოლო 110 ახალი კორონა პაციენტით სამეგრელო-ზემო-სვანეთი.
შედარებით სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პარალელურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. დღეს ჩინური “სინოფარმით” თანამშრომლებთან ერთად აიცრა გენერალური პროკურორი. ხვალიდან კი რეგისტრაცია იწყება მათთვის ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად. ბოლო მონაცმეებით ქვეყნის მასშტაბით ჯამურად ჩატარებულია 97 153 აცრა. სრულად ვაქცინირებული კი 15 513 ადამიანია.