კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი უკვე 4 397-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში საეჭვო სიმპტომების გამო COVID-19-ზე ტესტირება 38 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან კოვიდ დადებითი 1390 აღმოჩნდა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.61%-ს შეადგენს. ახალი შემტხვევებიდან ნახევარზე მეტი ისევ დედაქალაქში ფიქსირდება, მეორე ადგილზე იმერეთი, მესამეზე კი აჭარაა. ექიმების თქმით, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია, თუმცა, მათივე განმარტებით ჯერჯერობით სისტემა მდგომარეობას გამოჯანმრთელებული პაციენტების ხარჯზე უმკლავდება.
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის პარალელურად ვაქცინაციის პროცესი ისევ აქტიურად გრძლედება. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული 13 507 ადამიანია, ხოლო ჯამურად 81 076 აცრა ჩატარდა. ჩინური სინოფარმით აცირა დღეს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ კოვიდსაწიინაღმდეგო აცრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა და ვაქცინააციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მოქალაქეებს მეტი აქტიუობისკენ მოუწოდა. დღესვე, ჩინური “სინოფარმით” აიცრნენ კახეთის გუბერნატორი და ზუგდიდის მერიც.
ამერიკის შეერთებულ შატატებში ორივე დოზით ვაქცინირებული პირები პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისგან თავისუფლდებიან. ეს ეხება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ვაქცინირებულად მიიჩნევს პირს, რომელმაც Pfizer-ის ან Moderna-ს ორივე დოზა გაიკეთა და მეორე დოზის მიღებიდან 2 კვირა და მეტი გავიდა. ასევე მათ, ვინც ერთდოზიანი johnson&johnson-ის ვაქცინა სულ მცირე 2 კვირის წინ გაიკეთა. ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სრულად ვაქცინირებულებისთვის აღარ არის საჭირო ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარება, თუ ამას ფედერალური, შტატის ან ადგილობრივი ბიზნესების მიერ დადგენილი წესი არ ითხოვს. აღარ არის საჭირო ტესტირება და თვითიზოლაცია ქვეყნის შიგნით მოგზაურობისას. ასევე არ არის სავალდებულო PCR ტესტის წარდგენა ამერიკის დატოვებისას, თუ ამას არ მოითხოვს მიმართულების ქვეყანა. რაც შეეხება ამერიკაში მიმავალ მგზავრებს, მათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი სჭირდებათ, თუმცა თვითიზოლაციისგან თავისუფლდებიან. ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციის შემდეგ ვირუსის გადადებამ მკვეთრად იკლო. ბოლო პერიოდში დღეში დაახლოებით 33.000 ახალი შემთხვევა ვლინდება, მაშინ როდესაც იანვრის პირველ რიცხვებში დღიური რიცხვი 300.000-ს აჭარბებდა.