ნამახვანჰესის კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავა ამბობს, რომ გამოცხადებულია მორატორიუმი და გაგრძელდება კვლევები. მინისტრის თქმით სახელწმიფოს მოწვევით უკვე ჩართულია ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც პროცესს მედიაციას გაუწევს. ნათია თურნავა ამ ეტაპზე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკებებისთვის კარი ყოველთვის ღიაა. რიონის ხეობის მცველები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე 195 დღეა უწყვეტად პროტესტებენ. ისინი 23 მაისს თბილისში მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ, მნამდე კი სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.