საქართველოს მთავრობამ რეგიონების განახლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით წარმოდგენილი პროექტებიდან 7-ზე დღეს ტენდერი გაიხსნება. უახლოესი კვირის განმავლობაში კი 63-ვე მუნიციპალიტეტში შერჩეულ პროექტებზე ყველა ტენდერი გამოცხადებული იქნება. ირაკლი ქარსელაძის თქმით გასულ კვირას დასავლეთ საქართველოში კომისიის სხდომები გაიმართა, რომელზეც მუნიციპალიტეტებმა პროექტები წარმოადგინეს. მინიტრის თქმით შეირჩა ისეთი მდებარეობები, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამოსწორებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.