თბილისის მერია ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვის და ახლად რეაბილიტირებული გზების დახაზვის სამუშაოებს დაიწყებს. დედაქალაქის მერის თქმით, საჭიროების შემთხვევაში „თბილსერვის ჯგუფს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც დაეხმარება სპეციალური ტექნიკით და ადამიანური რესურსით. ქუჩის მორეცხვის სამუშაოები დილით ადრე განხორციელდება, რათა ტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს.