შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერიდან 2 კვირის შემდეგ, პარლამენტს ამნისტიის პროექტების განხილვა ჯერ არ დაუწყია, მიზეზი კი ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეებია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ კარგავს “ქართული ოცნება” დროს და რატომ აჭიანურებს ამნისტიის პროექტებზე მსჯელობას. ოპოზიციას გადადებული მოსმენების შემდეგ უჩნდება განცდა, რომ “ქართული ოცნება” ამნისტიის კანონის მისაღებად მზად ჯერ არაა. “ქართულ ოცნებაში” კი ხაზგასმით ამბობენ, რომ მიშელის დოკუმენტის შესრულებას და ამნისტიის მიღებას მათი მხრიდან საფრთხე არ დაემუქრება.