დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი,მერიას მოუწოდებს შეწყვიტონ კორპუსების მშენებლობა და შეჩერდეს სამუშაოები ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე. ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერსაშიში ზონები ყოველდღე აქტიურდება, რაც საფრთხის შემცველია. როგორც გოდოლაძე ამბობს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ადგილზე არსებულ ვითარებას და მონაცემებს ამოწმებს.
მერიის განმარტებით, კი ადგილზე ყველა სამუშაო ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მითითებით სრულდება.