კორონაპანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მესამე დღეა ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებს. მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებით, შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. მოქალაქეები საფლავებზე გასვლას ხვალიდან შეძლებენ.