საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის პროექტების განხილვა რამდენიმე დღით გადადო. საკანონდებლო ორგანო ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ პროექტებზე მსჯელობას უქმე დღეების დასრულების შემდეგ შეუდგება. პარლამენტში შესული ოპოზიცია ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” პროექტი ბევრ ბუნდოვან დეტალს მოიცავს, ამიტომ მათი მხარდაჭერა მხოლოდ მათ პროექტს ექნება.
“ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია ოპოზიციის პროექტში არსებული ის ჩანაწერი, რომელიც დაზარალებულების თანხმობას ეხება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მათი პროექტი ყველაზე მეტად პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, თუმცა მზად არიან ოპოზიციასთან საკითხზე მსჯელობა განაგრძონ. “ოცნების” განმარტებით, ამნისტია კონვენციურ მუხლებს არ შეეხება.
ამ ეტაპზე პარლამენტში ამნისტიის ორი პროექტია ინიცირებული, რომელსაც ჯერ კომიტეტებზე შემდეგ კი, გაფართოებულ სხომაზე განიხილავენ. საბოლოოდ პარლამენტი იმ პროექტს დაამტკიცებს, რომელიც მინიმუმ 76 ხმას დააგროვებს. სავარაუდოდ პროექტებზე მუშაობა უახლოესი 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.