მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან შეზღუდვების ნაწილი ამოქმედდა. 3-დან 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალურ ავტობუსებთან ერთად ჩერდება მეტრო და ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზაც. შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ საქალაქთაშორსო ტრანსპორტს.
მთავრობის მიღებული გადაწყვეტილებითვე, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. თუმცა, ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ სავაჭრო ცენტრები, კაფე-ბარები, სასურსათო მაღაზიები.