უცნობის პროტესი ევროპის მოედნიდან საქალაქო სასამართლოს ეზოში ინაცვლებს. აქციის მიზანი კი ჟურნალიტ ვახო სანაიას საქმეზე დაკავებული პირების მხარდამჭერა ხდება. გია გაჩეჩილაძე და ვატო შაქარაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ და გამოხატეს მზაობა, სანაიას საქმეზე დაკავებულ პირებს თავდებში ჩადგომოდნენ, რათა მათ აღდგომის დღესასწაული საკუთარ ოჯახებთან ერთად გაეტარებინათ.
უცნობის მომხრეების მიერ ჟურნალისტებთან საქმის გარჩევის ფონზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სანაიას საქმეზე დაკავებულები დღეს კვლავ პატიმრობაში დარჩნენ. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
ჟურნალისტი ვახო სანაია დღეს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და მის საქმეს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ჟურნალისტი წერს, რომ ძალადობის მხარეს დგომას არასდროს ექნება მხარდაჭერა და იმედს გამოთქვამს, რომ საქმეზე სწორი განაჩენი დადგება.
ჟურნალისტ ვახო სანაიას ძალადობის საქმეზე სამართალდამცავებმა 3 პირი დააკავეს, მათ ვახო სანაიას მიმართ მისი პროფესიული საქმიანობის გამო, განხორციელებული დევნისა და დიკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტს ედავებიან. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.