86 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კავსაძეს კორონავირუსი გასული წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.
კახი კავსაძემ ქართულ კინოში 80-ზე მეტი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე შემქნა. მსახიობის ცნობილი ფილმებია – “ნატვრის ხე“ “მონანიება“, “მზე შემოდგომისა“ , “სიყვარული ყველას უნდა“, “ვერის უბნის მელოდიები“, “ღვინის ქურდები“, “მიჯაჭვული რაინდები“ და სხხა. კახი კავსაძე გამოირჩეოდა თეატრალური როლებითაც. მას მიღებული არა ერთი ჯილდო, პრემია და პრიზები. კახი კავსაძის ოჯახს მიუსამძიმრეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. მსახიობის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარლამენტში.