წვრილმანი ხულიგნობის ჩადენასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმროჩლებლობაზე პასუხისმგებლობა შესაძლოა გამკაცრდეს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა. სამოქალაქო აქტივისტები თვლიან, რომ ამ ცვლილებით “ქართულ ოცნებას” მიეცემა შესაძლებლობა რეპრესიები განახორციელონ იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელისუფლებას დიქტატურის დამყარებაში ხელს უშლიან.