საქართველოს მტავრობა ქვეყნის განახლების პროგრამას იწყებს. საუბარია 63 მუნიციპალიტეტზე, სადაც ურბანული განახლება, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. ახალი ინიციატივის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით პროექტის ფარგლებში დაახლოებიტ 15 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება რეგიონის მოსახლეობა. პრემიერის ინფორმაციით პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები მიმდინარე კვირაშივე გამოცხადდება. მასშტაბური სამუშაოები კი 63 მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ივნისიდან დაიწყება.