რუსი ოკუპანტები ტახტისძირთან ისევ გამოჩნდნენ. ისინი საოკუპაციო ხაზთან ცოტა ხნის წინ მვიდნენ და 2 დღის წინ დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გააგრძელეს. ქარელის სოფლებში ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია 20 აპრილს დაიწყეს. ხის ძელები სოფელ დვანში, დირბსა და ტახტისძირთან 500 მეტრის სიგრძეზე, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში დაამონტაჟეს. შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 15 ჰექტარამდე სახნავ-სათესი მიწა ექცევა. რუსი ოკუპანტების მიერ დაწყებულ უკანონო ბორდერიზაციაზე ოფიციალური თბილისი ამ დრომდე დუმს.