გუშინდელი ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპრების შემდეგ სახლინოს მამათა მონასტერში წირვამ დღეს შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ტაძარში მსახურება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს მიერ არჩეულმა ახალმა მღვდელმსახურმა აღავლინა. მომხდარ დაპირისპირებაში კი, მეუფე სტეფანემ ე.წ. ამბოხებული სასულიერო პირების განკვეთა დააანონსა. ამბობს, რომ ვიდერე დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირები თავის საქციელს არ მოინანიებენ, მღვდელმსახურებიდან განკვეთს.
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირებისთვის მეუფე სტეფანეს მიერ სინანულისთვის მიცემული ვადა იწურება, თუმცა მამაოები პატიების თხოვნას არ აპირებენ. ამბობენ, რომ ისინი უსამართლობას არ შეეგუებიან და ეპარქიას ეტაპობრივად დატოვებენ.
ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები და სასულიერო პირები ე.წ. ამბოხებულებს გუშინ დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბის მიზეზი მამაოების განმარტებით, ლოცვის დროს, ბიზნესმენის ლაშა პაპაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარები გახდა. სიტუაციის განსამუხტად ადგილზე პოლიციაც მივიდა, რომელმაც მამაოების ნაწილს ტაძრის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინა.