სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო. თუ პარტიები ხელს მოაწერენ დოკუმენტს და ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები იტყვიან, რომ შეთანხმება შედგა, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში შეწყალების გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. საგანგებო ბრიფინგზე, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე არც ერთი ნიშნით არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში, თუმცა, მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკუთარ პრინციპულობაზე მაღლა ქვეყანა დააყენოს. პრეზიდენტი “ქართულ ოცნებაზე” ნაწყენია. ზურაბიშვილის აცხადებს, რომ ის გაკვირვებულია მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომელიც რურუას შეწყლებას უკავშირდება.
პრეზიდენტის განცხადებას ვაჭრობად აფასებს ოპოზიცია. ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური სპექტრისთვის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.