ბოლო 24 საათში გამოკვლეული საეჭვო სიმპტომების მქონე 9750 ადამიანიდან კოვიდინფექცია 578-ს აღმოაჩნდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსს კიდევ 10 პაციენტი ემსხვერპლა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი ისევ 3%-ს აღემატება. ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში გამოვლინდა, აჭარაში – 57, იმერეთში – 35, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 7, გურიაში – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 80, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – 10, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში ვირუსი 659-მა პაციენტმა დაამარცხა და განკურნებულთა რიცხვმა 281 574-ს მიაღწია.
საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი გრძელდება, უკვე აცრილია 30 ათასზე მეტი მოქალაქე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი ჯგუფები სინოფარმის ვაქცინის დანერგვაზე მუშაობენ, რომელზე რეგისტრაციაც მოქალაქქებს სავარაუდოდ 27 აპრილიდან შეეძლებათ. თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ სინოფარმის ვაქცინის ეფექტურობა საკმარისად მაღალია.