ძარცვის მცდელობა ბადრი ესებუას სცენარით ამჯერად თავდამსხმელისთვის წარუმატებლად დასრულდა. “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი 28 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა, რომელმაც 7 ადამიანი მძევლად აიყვანა – ორსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. შემთხვევა ავლაბარში დილის საათებში მოხდა. პოლიციამ შვიდივე მძევალი “საქართველოს ბანკის” შენობიდან უვნებლად გამოიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. ზუგდიდის მკვიდრი, 28 წლის ნიკოლოზ წურწუმია უკვე დაკავებულია.