ქვეყანაში ეპიდვითარება ისევ რთულია. ბოლო 24 საათში ჩატარებული 31 645 ტესტიდან COVID-19 კიდევ 1077 ადამიანს დაუდასტურდა, რითიც ინფიცირებულთა რიცხვი 293 321-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსით გარდაცვალების კიდევ 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი COVID-19-ს ჯამში 3 916 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების ყველაზე მეტი 641 შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა, მეორე ადგილზე 97 შემთხვევით აჭარაა, მესამე ადგილზე კი იმერეთია, სადაც COVID-19- 52 ადამიანს დაუდასტურდა. 15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,4%-ს შეადგენს.