სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მხარდამჭერებს მოუწოდა ბრძოლის მუხტი გაზარდონ. ნიკა მელია წერს, რომ ივანიშვილის მორჩილებმა ის მომდევნო მოლაპარაკების რაუნდებისთვის სავაჭროდ შემოინახეს, ამიტომ მელია ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესში მისი გათავისუფლების სანაცვლოდ შემოთავაზებული ნებისმიერი პირობა მიუღებელია, მათ შორის 20 ივნისის ამნისტიის კანონის ინიცირება.