მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ თანამოაზრეებთან ერთად ევროპის მოედანზე აქცია გამართა. როგორც უცნობი ამბობს, შეკრების მთავარი მიზეზი პატრიარქის მხარდაჭერაა, თუმცა მისი გზავნილები სხვაგვარია.
მდუმარე აქცია საპატრიარქოსთან მსვლელობით გაგრძელდა. თუმცა, მდუმარე და როგორც თავად ამბობენ ინტელექტუალური პროტესტი, მედიის მიმართ დაივიწყეს. უცნობის მიერ ორგანიზებული აქციაზე შეკრებულები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.
უცნობის ინიციატივით გამართული შეკრება დედაენის ბაღში დასრულდა, სადაც, გია გაჩეჩილაძემ ქართველი ერის მარადისობის დღე დააფუძნა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ორგანიზებული საზოგადოებრივი ძალის შექმნაა, რომელიც სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას იტვირთებს და ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას არ დაუშვებს.