“გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინი აფხაზეთში მცხოვრებთათვის” – ამ მოთხოვნით გაიმართა აქცია დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები შეურთდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხშირად ამ რეგულაციას თავს არიდებენ და ე.წ საზღვრის გადმოკვეთას შემოვლითი გზებით ცდილობენ, რაც ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულად მთავრდება. მათი თქმით, მდინარე ენგურზე დღეს მომხდარი საზარელი ფაქტი სწორედ ამის მკაფიო დასტურია. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას გადაიხედოს და დროის მოკლე შუალედში ეს შეზღუდვა მოიხსნას.