ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ ყოფილი პატიმრები ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე. მათ დღეს ამერიკის საელჩოში წერილი შეიტანეს და ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდეს დიპლომატიური გზავნილებითა და სხვადასხვა საშუალებით მოახდინოს გავლენა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე. წერილის ავტორები ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ კრიზისს და პოლიტიკური პატიმრების არსებობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა ერთ-ერთი მექანიზმია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაკავებები შეწყდეს და გავრილოვის პირადი პატიმრები გათავისუფლდენენ.