ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომას ითხოვენ. “უნივერსიტეტი კრიმინალების გარეშე” – ამ ლოზუნგით სტუდენებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, დავით გურგენიძე არის კრიმინალი და მისი ადგილი განათლების სფეროში არ არის. სტუდენტების განცხადებით, გურგენიძე რამდენჯერმეა ნასამართლევი და მან სასჯელი რუსეთის ციხეში მოიხადა. სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. კარლო კოპალიანმა აქციას “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული პროცესი უწოდა.