რუსი ოკუპანტებუს მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა | 02.04.2021

რუსი ოკუპანტებუს მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა.  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მის ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა.  ყოფილი სამხედრო ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე სწორედ წამების კვალი აღენიშნებოდა. ქართული მხარე  ტატუნაშვილის ცხედარს თითქმის ერთი თვის განმავლობაში ითხოვდა. ქართულმა სასამართლომ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და მათ  უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკველობის საქმეზე ბრალდებულებს ინტერპოლი წითელი ცირკულარით ამ დრომდე  ეძებს.