ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. დეპარტამენტი ანგარიშში მთავარ პრობლემად კვლავ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ასახელებს და წერს, რომ 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების ყველაზე უხეში დარღვევები გამოიკვეთა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრისას ანგარიშში კონკეტული მაგალითები მოიყვანა, რომელთა შორის მოხდვა 2019 წლის 20 ივნისს პოლიციის მიერ ძალის გადამეტება და 2017 წელს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცება. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია კარტოგრაფების გახმაურებული საქმე და თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის გამოძიების შეწყვეტაც. სახელმწიფო დეპარტამენტმა განიხილა “რუსთავი 2”-ის, ნიკა გვარამიას და გიორგი რურუას საქმეებიც, რომლებზეც ხელისუფლების მიერ კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობები იკვეთებოდა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ანგარიშსს სრულად იზიარებს ოპოზიცა. ხელისუფლების ოპონენტების ამბობენ, რომ გამოქვეყნებული ანგარიში პირდაპირი დასტურია იმის, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ბიძინა ივანშვილის მიერ იმართება, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანი უფლებებს და თავისუფლებებს. “ქართულ ოცნებაში” კი განმარტეს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იმ არასამთავრობო სექტორის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს ციტირებს, რომლებსაც არასწორი წარმოდგენა აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. მასში ადამიანის უფლებების შესახებ მსოფლიოში არსებული ვითარებაა განხილული. წელს განსაკუთრებული საკითხი გახდა COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, პანდემიამ გავლენა იქონია არა მხოლოდ ადამიანთა ჯანმრთელობაზე, არამედ მათ შესაძლებლობაზე უსაფრთხოდ ესარგებლათ ადამიანის უფლებებით და ფუნდამენტური თავისუფლებებით.