მმართველი პარტია მედიის რეგულაციას ითხოვს. შესაბამისი განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა, კახი კახიშვილმა პარლამენტის სესიაზე გააკეთა და ბოლო პერიოდში ტელევიზიებში გასული სიუჟეტების გამო უკმაყოფილება გამოხატა. კახიშვილი მედიის რეგულირების სურვილს იმით ხსნის, რომ ჟურტნალისტების მიერ მომზადებული მასალების გასაჩივრებისთვის არსებული ორი მექანიზმი – ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია და სასამართლო, არასაკმარისია. “ქართული ოცნების” დეპუტატი უკმაყოფილოა, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული თუ ვინ არის ჟურნალისტი, მაშინ როცა სხვა პროფესიები სპეციალური მიმართულებით უმაღლეს განათლებას მოითხოვს.