ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი თითქმის 4 პუნქტით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3 ლარი და 37 თეთრი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3 ლარად და 97 თეთრად არის შესაძლებელი. კურსი გაცილებით მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში. ეკონომისტების ნაწილი ლარის გაუფასურების მიზეზად პანდემიას, ეროვნული ბანკის პოლიტიკას და საგრეო პროცესებ ასახელებს. ამბობენ, რომ ბოლო დროს ეკონომიკაში განვითარებული უარყოფითი პროცესები გავლენას სამომხმარებლო ფასებზეც იქონიებს და პროდუქტების ისედაც მომატებული ფასები კიდევ უფრო გაიზარდება.