მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. წირვას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის სხვა ლიდერები დაესწრნენ. სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ, სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს არ დაესწრო, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. თუმცა, საპატრიარქო ფაქტს უარყოფს. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა.