მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიება ახალ ეტაპზე გადადის. ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები საქმეზე სრული სურათის დადგენას ითხოვენ. ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილის უფლებადამცველების ამბობენ, რომ იცინა 4 პირის შესახებ, რომლებმაც მეგი ბაქრაძის ვაქცინაციამდე იცოდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და იციან ისიც, თუ რა დახმარება გაეწია მას ვაქცინაციის შემდგომ. ადვოკატები ამობენ, რომ გარდაცვლილი ექთნის სამედიცინო ისტორიის ნაწილი ზოგადია და საქმის მასალები არაა საკმარისი დასკვნების გამოსატანად. მათ უკვე მიმართეს კომპანია AstraZeneca-ს , რომ შეისწავლონ საქართველოში პრეპარატის მიღების შემდეგი გართულებები, რის გამოც ლეტალური შედეგი დადგა.
27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც AstraZeneca ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.