ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილი დაკრძალეს. ის საქართველოს ჰიმნის ფონზე გამოასვენეს და იმ სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. დაკრძალვაზე მისი ნათესავების უმრავლესობამ მისვლა ვერ შეძლო. საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის უფლება მხოლოდ 10-მდე ნათესავს მისცეს. პროცესიის დაწყებამდე, მას პატივი მიაგეს სამოქალქო პირებმა და პოლიტიკოსებმა.
დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოfობდა. დათა პაპა, რომელსაც საზოგადოება ამ სახელით იცნობდა, საქართველოს ერთადერთი მოქალაქე იყო, რომელიც საოკუპაციო ხაზზე ცხოვრობდა. დათა ვანიშვილს საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები 2011 წელს სახლის წინ გაუბეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მან უარი თქვა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობაზე და ასე იქცა მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ. ის ხშირად ეკონტაქტებოდა სართაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებიულ სიტუაციას აცნობდა მედიასაც.