დათა ვანიშვილი, რომელიც ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობდა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. დათა პაპა, რომელსაც საზოგადოება ამ სახელით იცნობდა, საქართველოს ერთადერთი მოქალაქე იყო, რომელიც საოკუპაციო ხაზზე ცხოვრობდა. ის ხშირად ეკონტაქტებოდა სართაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებიულ სიტუაციას აცნობდა მედიასაც. დათა ვანიშვილს საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები 2011 წელს სახლის წინ გაუბეს.სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მან უარი თქვა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობაზე და ასე იქცა მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ.