აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხრთალი 2017 წელს, მისი საქართველოდან გატაცების გამო, ადამიანის უფლბათა ევროპულ სასამართლოში ჩივის. ინფორმაცია მუხთარლიმ სოციალური ქსელში გაავრცელა და განმარტა, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ ორგანიზებულ გატაცაში, წვლილი საქართველოს ხელისუფლებასაც მიუძღვის. ის ოფიციალურ თბილსს საქართველოში მიმდინარე მისი გატაცების საქმის გამოძიების ფარგლებში, ქვეყანაში ჩამოსვლის ხელშეშლაშიც ადანაშაულებს.
“მოვითხოვე საქართველოში ჩამოსვლა და იმ გზის ჩვენება, რომლითაც აზერბაიჯანისკენ წამიყვანეს. როგორც მსხვერპლმა, მე ეს უნდა გავაკეთო, ეს პროცედურული წესია. როდესაც აზერბაიჯანის ციხეში ვიყავი, ქართულმა უწყებებმა მითხრეს, რომ აზერბაიჯანი არ აძლევდა მათ ჩემი დაკითხვის უფლებას. უკვე ერთი წელია, თავისუფალი ვარ და ქართული უწყებები არ მაძლევენ საშუალებას, საქართველოში ჩავიდე,” –წერს აფგან მუხრთალი.
ევროსასამართლოში საჩივრის შეტანის მიზეზებზე, ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს, აფგან მუხთარლის ადვოკატი. არჩილ ჩოფიკაშვილის განმარტებით, მისი დაცვისქვეშ მყოფმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს ხელისუფებამ მას თბილისში ჩამოსვლის და პროკურატურასთან თანამშრომლობის საშუალება არ მისცა. ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დამატებითი გარემოება სწორედ ეს ფაქტი იქნება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიერ, სტრასბურგის სასამრთლოში შეტანილ სარჩელზე, “ქართულ ოცნებაშიც” ისაუბრეს. ამბობენ, რომ კანონი ყველასთვის ერთია და აფგან მუხთარლიმ საზღვრის გადმოკვეთა კოვიდრეგულაციების გამო ვერ შეძლო. რაც შეეხება ბრალდებებს, 2017 წელს, მისი გატაცების ოპერაციაში, ქართველი ძალოვანების მონაწილეობაზე, “ქართულ ოცნებაში” დღესაც თვლიან, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.
აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი გამომძიებელი ჟურნალისტი, საქართველოში ჩამოსვლას 2020 წლის ოქტომბერში აპირებდა, თუმცა ის რეისზე არ დაუშვეს, მიზეზად კი კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები დაუსახელეს. ის საქართველოში ბოლოს 2017 წლის 29 მაისს იმყოფებოდა, რა დროსაც თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. აფგან მუხრთალის ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. მას 6 წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.