“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი ისევ დუმილს ამჯობინებს და ფარული ჩანაწერების შეფასებისგან თავს იკავებს. კახა კალაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური დაპირისირების პირობებში მსგავსი ჩანაწერების გამოყენება არასწორად მიაჩნია. კალაძე ამბობს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოება დამატებით ინფორმაციას მიიღებს, თუმცა კონკრეტულად რა საკითხზე კალაძე არ აკონკრეტებს.