ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმას ცვლის, თუმცა ხელისუფლებას მწვავე პროტესტს ისევ პირდება – განახლებული გეგმის მიხედვით, ოპოზიციამ დღეს პირველი სამანქანო აქცია გამართა და მსვლელობით რუსთავის იმ ციხისკენ გაემართა, სადაც უკვე 2 კვირაა სასჯელს ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელია იხდის. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შარლ მიშელის შუამავლობით დაწყებული დიალოგის ფონზე ისინი ყველა ისეთ აქციაზე ამბობენ უარს, რომელიც შესაძლოა “ქართულმა ოცნებამ” ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენოს. დღევანდელ აქციაზე ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ ქვეყნის კრიზისისდან გამოსაყვანად აუცილებელია ხელისუფლებამ ხaლხის ხმას მოუსმინოს და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნოს
სამანქანო მსვლელობას დღეს ის სამოქალაქო აქტივისტებიც შეურთდნენ, რომლებიც ნიკა მელიას დაკავებას რუსთაველის გამზირზე კარვებში აპროტესტებენ. ამბობენ, რომ შიდა და გარე ზეწოლის ფონზე “ქართული ოცნების” გუნდს დათმობაზე წასვლა მაინც მოუწევს, თუმცა მნიშვნელოვანია ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.
მცირე საპროტესტო გამოსვლების გარდა ოპოზიცია მასშტაბურ პროტესტს ხვალ მთავრობის სახლის წინ დააფიქსირებს. დასკვნითი აქცია კი “ქართული ოცნებისთვის” მიცემული 2 კვირიანი ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე, პარლამენტის შენობის წინ, 13 მარტს გაიმართება.