აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი და მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ კარპენტერი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს ეხმიანება. მისი თქმით, ამ დიალოგს მხარი აშშ-მ და ევროკავშირმა უნდა დაუჭირონ.
“როდესაც საქმე ეხება საქართველოს რესპუბლიკას, აშშ-მ და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით,” – წერს twitter-ზე კარპენტერი.