გაგარძელდება თუ არა დიალოგი მმართვერლ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის. მას შემდეგ რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველო დატოვა, “ქართულმა ოცნებამ” ტონი შეცვალა და რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტ პატიმრების საკითხზე შეთანმხება გამორიცხა. მმართველი პარტიის შეცვლილი პოზიციიის გამო, ხელისუფლების ოპონენტები დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეიკრიბნენ და იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რამაც ხელი დიალოგის დაწყებას უნდა შეუწყოს. ოპოზიციის შეფასებით, ამ ეტაპზე “ქართული ოცნება” უკან დახევას და ხალხის მოსმენას არ აპირებს, თუმცა მათივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების წნეხის ფონზე, მმართველ პარტიას კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.