ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო, დედაქალაქის მთავარ გამზირს კარვები ყოველდღიურად ემატება. პარლამენტის წინ დღეს კიდევ ორი ახალი კარავი დაიდგა. სამოქალაქო ატივისტებისა და ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია – რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ისინი ასევე ითხოვენ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა და შერჩევითი სამართალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ე.წ კარვების ქალაქის ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტი უფრო რადიკალური გახდეს.