პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებიას შორის გამართულ შეხვდრას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით ჩატარდა არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მიზეზებზე ადმინიტრაციას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. შეხვედრამ ჩაიარა ირაკლი კობახიძის გარეშე, რომელიც აქამდე, ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. შეხვედრას არ დასწრებია არც პარლამენტის თავჯდომაერე, არჩილ თალაკვაძე. “ქართულ ოცნებში” ამბობენ, რომ პარტიის ლიდერების შეხვედრაზე არდასწრება, ფორმატმა განაპირობა. ამ თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა, ალეკო ელისაშვილმაც, ვარაუდობს რომ შეხვედრის დროს სალომე ზურაბიშვილი ალბათ ისევ “სალობიე”-ში იმყოფებოდა.