ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში გამართულ ვიზიტზე ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შარლ მიშელი წერს, რომ ამ სტუმრობამ მას სულ მცირე თვალი აუხილა. მიშელი შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისსა და პოლარიზაციაზე და იმედოვნებს, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება.
“ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა სამხრეთ ოსეთში იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე მეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი რეგიონებისთვის. მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს. ეს დაუშვებელია. ევროკავშირი და მათ შორის პირადად მეც შეშფოთებული ვართ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისითა და პოლარიზაციით. ამის მიუხედავად, დღეს მე თითოეული პოლიტიკური აქტორისგან ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ დაიწყონ დიალოგი, წინ გადადგან ნაბიჯი და იპოვონ გამოსავალი შექმნილი რთული ვითარებიდან. გადავწყვიტე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო, ბრიუსელში, მარტის შუა რიცხვებში ჩავატარო. ეს იქნება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც სხვადასხვა რთული საკითხების გადაწყვეტის მხრივ იქნა მიღწეული. დიდი მადლობა საქართველო ასეთი თბილი მიღებისთვის, – წერს შარლ მიშელი.