ივანიშვილი ქვეყანას ღარიბაშვილი ხელით მართავს – ხმაური ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან | 01.03.2021

სამოქალაქო აქტივისტებმა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრამდე მსვლელობა მოაწყვეს და ოლიგარქისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის  არაფორმალური მმართველობა  გააპროტესტეს. ამბობენ, რომ პოლიტიკიდან წავსლის განცხადების მიუხედავად, ივანიშვილი ქვეყანას ირაკლი ღარიბაშვილის ხელით მართავს. სამოქალაქო აქტივისტები ვადამდელ არჩევნებს და ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათ დღეს ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან  სიმბოლურად ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და თქვეს, რომ ივანიშვილი მალე ჩამოშორდება ძალაუფლებას და ქვეყანა მისი მონური მორჩილებისაგან გათავისუფლდება.