“საერთაშორისო გამოუხმარების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” უკან დახევა დაიწყო” – ასეთია ოპოზიციის შეფასება მამუკა მდინარაძის იმ განცხადებაზე, რომელიც მან გუშინ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა. ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსავლის გზა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებზე გადის, ამის მიღწევა კი მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი. ხელისულფების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ “ქართულ ოცნებას” დათმობაზე წასვლა მაინც მოუწევს, რადგან საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა სულ უფრო იზრდება.
ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე მოლაპარაკების მზაობას გამოთქვამენ მმართველ გუნდშიც, თუმცა კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნები რეალობისგან შორსაა. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, დიალოგის განახლება სწორედ საერთაშორისო პარტნიორების პირდაპირი დაკვეთაა.